ჭვანის ხეობის ახალი ტურისტული რუკა, განხორციელების მოლოდინში. კონცეფციის ავტორი ტურისტთა უსაფრთხოებაზე მიმართული ქვე-პროექტების შექმნის მნიშვნელობაზეც საუბრობს, რომელიც ჯებირებსა და სხვა დამცავ ნაგებობებს მოიცავს.
ჭვანის ხეობა, ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილია, სადაც ტურისტებს გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა საშუალება აქვთ ადგილობრივი კერძები, თაფლი და ხილი დააგემოვნონ.
იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წისქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი.