„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება:
„საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც პარტია შემდეგ კანდიდატებზე შეჯერდა:
ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ტიტე აროშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ცოტნე ანანიძე;
ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი“, - აცხადებენ პარტიაში.