ევროკავშირი ბელარუსში არსებულ ვითარებას ვიდეო კონფერენციის ფორმატში განიხილავს. კონფერენცია 19 აგვისტოს არის ჩანიშნული და მას ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უხელმძღვანელებს. „ბელარუს ხალხს უფლება აქვს გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს თავიანთი ლიდერი. მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუშვებელია“, - აცხადებს მიშელი.
ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ევროკავშირის სამიტის წინ ევროპელ ლიდერებს მიმართა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ციხანოვსკაია ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, არ აღიარონ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.