,,შენი იდეა ბათუმს’’ - ამ სახელწოდების პროექტი წელსაც გრძელდება. თავისუფალ სივრცეში, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროექტისა და იდეის რეგისტრაციის შესახებ.
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში 2021 წლის იდეებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 500 000 ლარი. იდეების მიღება 2020 წლის 5 აგვისტოდან 2020 წლის 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.