არ შეიძლება ბათუმი და აჭარა ასოცირებული იყოს კაზინოებთან და სათამაშო ბიზნესთან. აღნიშნა, ბათუმში მხარდაჭერებთან შეხვედრისას, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. დღეს, პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" აჭარაში კანდიდატები წარადგინა. აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატები გენად თებიძე და მერაბ აბაშიძე იქნებიან. აჭარიდან, პარლამენტის მაჟორიტარობისთვის კი ჯამბულ ხოზრევანიძე, პაატა ცივაძე და ირაკლი კუპრაძე. გუნდში ამბობენ, რომ კანდიდატები მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად შეარჩიეს. სხვა პოლიტიკურ გუნდებთან კოალიციას კი არ გეგმავენ.