შპს საპლაჟო ფეხბურთის და ფუტსალის ცენტრი"-ს დირექტორმა თანამდებობა დატოვა და საზოგადოებრივ მოძრაობას "შენთან ერთად" შეუერთდა. ბესიკ თედორაძის თქმით, ბათუმის მერიამ ფუტსალის კლუბი გააუქმა, შემდეგ დაფუძნებული ცენტრი კი აღარ დააფინანსა, შესაბამისად 1 წელია მწვრთნელები და მთლიანად გუნდი ხელფასის გარეშეა. მერიაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც დინამო "ბათუმი" გასხვისდა და საპლაჟო ფეხბურთი კლუბს გამოეყო, მერიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ბიუჯეტიდან დაახლოებით 300 000 ლარი გამოუყო. მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის თქმით, კანონმდებლობით მათ კლუბის დაფუძნების უფლება არ აქვთ, რის გამოც დააფუძნეს ცენტრი და თანხაც შეუნარჩუნეს. განმარტავენ რომ მათ უფლება აქვთ ხელი შეუწყონ არა პროფესიონალური კლუბის, არამედ მასობრივი სპორტის განვითარებას. მერიაში გვითხრეს, რომ ცენტრმა აღნიშნული თანხა ვერ გამოიყენა და იგი მათ საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვა