წუხელ ღამით მომხდარი დაპირისპირების, მკვლელობის, გადამწვარი სასტუმროსა და სახლების შემდეგ ახალქალაქში სიმშვიდეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 37 წლის კაცი დააკავა. ტერიტორიაზე სადაც დაპირისპირება მოხდა ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.