ბაჩალიაშვილის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შევხვდები - პრემიერი

06 აგვისტო 2020, 12:20 229 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების დასრულებას ელოდება, ამის შემდეგ კი მშობლებს შეხვდება. გიორგი გახარიამ ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

პრემიერთან შეხვედრას გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა ითხოვენ. 

''მინდა ღრმა მწუხარება  გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ. რა ტქმა უნდა პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს. 

გარდა ამისა  მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ვალდებული ვარ პატივი ვცეთ ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. არავის არ მივცემ უფლებას გაგრძელდეს  პოლიციის და საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ხორციელდება ჩვენს თვალწინ.

ჩვენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რასაც უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის დიდი რისკია. 

მშობლებთან ერთად ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს. არანაირი პრობლემა არ არის შეხვედრის, მას შემდეგ რაც გამოძიება დასრულდება. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხიმგებლობა ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე'' - განაცხადა პრემიერმა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში