საპროტესტო აქცია წაბლანაში

02 აგვისტო 2020, 19:47 1160 ნახვა

სოფელ წაბლანაში მეწყრის შედეგად დაზარალებული  224 ოჯახი სახელმწიფოს მიერ გადაცემული ბინების გარემონტებას ითხოვს.მათი ინფორმაციით, კორპუსში  არ არის წყალი, გაზი და შუქი. წაბლანელებს ეკომიგრანტის სტატუსი აქვთ, ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.ისინი სოფელში გზის და წყლის პრობლემებზეც საუბრობენ, რომელსაც  ჰესების მშენებლობას უკავშირებენ. აქციის მონაწილეები პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობას 10 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ხულოს ხულოს მერი სოფელში არსებულ პრობლემებს არ ადასტურებს, ამბობს, რომ წყლის სისტემა სოფელ წაბლანაში გასულ წელს მოეწყო და წყალი მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება. გზასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ  სოფელში ყველა ტიპის ტრანსპორტი გადაადგილდება. ვახტანგ ბერიძე, აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას ბინებთან დაკავშირებით არ გამოეხმაურა. მაუწყებელი ცდილობდა აჭარის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას  თუმცა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი