პანდემიის ფონზე და სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ,,შუამთობა“ ბეშუმში წელს მოკრძალებულად აღინიშნა. არ გამართულა ტრადიციული დოღი, კონცერტი და არც ქორწილის ინსცენირება.
მემთეურებს სახალხო დღესასწაული ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს. „შუამთობა“ აჭარის მაღალმთიანეთში როგორც წესი აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება.