კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევა დაიწყო

31 ივლისი 2020, 15:00 1417 ნახვა

საქართველოს მთავრობამ კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო. პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასება და ანალიზი, მათ შორის ხარვეზების გამოვლენა და გაცნობიერება, რათა ქვეყნის ინსტიტუტები მომავალში მსგავს შესაძლო კრიზისებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ. დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა  სოციალური, ადამიანის უფლებების და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა.

შეფასდება მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მართვის პროცესში, არსებული გამოწვევები და კოვიდ-19-ის გავლენა საქართველოს მოწყვლად მოსახლეობაზე. განმეორებითი კრიზისების წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების უკეთ მომზადების მიზნით, კვლევის ფარგლებში ასევე შემუშავდება რეკომენდაციები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი