თვეზე მეტია ძალოვანი უწყებები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს იძიებენ, მეგობრები კი მის საფლავს სტუმრობენ და სიმართლის დადგენა სურთ. სასამართლომ ბრალდებულთა ნაწილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტიკა ჯერჯერობით ნაკლებად ისმის. ბრალდებულთა ადვოკატებიც თვლიან, რომ არსებული მასალებიდან გამომდინარე პროკურატურას მკვლელობის დამტკიცება გაუჭირდება. იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ აუცილებელია გამოძიების დასრულებისთვის დალოდება.