23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ითხოვს, რომ გარდაცვლილი გოგოს მამას დაუყოვნებლივ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა უნდა მოხდეს, საქმეზე კი შეიცვალოს კვალიფიკაცია. საქმეს შსს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს. ადვოკატს მიაჩნია, რომ გამოძიების კვალიფიკაცია სულ მცირე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მაინც უნდა შეიცვალოს. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს მოხდება საქმის მასალების აკინძვა.