დღეიდან, ხელის მოწერა საზეიმოდ, ქორწინების სახლში ნებადართულია. პანდემიის პირობებში, წყვილები ელექტრონულად რეგისტრირდებოდნენ და იუსტიციის სახლში აფორმებდნენ შეუღლებას.
ქორწინების ცერემონია მომავალ ცოლ-ქმარს მათთვის სასურველ დახურულ სივრცეშიც შეუძლიათ მოითხოვონ, ერთადერთი შეზღუდვა პირბადე და მხოლოდ 10 სტუმრის დაშვებაა. ნებადართულია ქორწილიც, ოღონდ მხოლოდ ღია სივრცეში და მაქსიმუმ 100 სტუმრის მონაწილეობით.