აქცია სალიბაურში წყლის პრობლემის გამო. ადგილობრივების განცხადებით უკვე წლებია 400-მდე ოჯახს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. სალიბაურის მცხოვრებლებს ხელვაჩაურის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. მისი თქმით, მოხდება ახალის სისტემის გაყვანა, რომლითაც მხოლოდ სალიბაურის მოსახლეობა მომარაგდება. მერის მოადგილე ამბობს, რომ წყლის დებეტის ნაკლებობა გვალვებმა გამოიწვია. სალიბაური მტირალას წყალსაცავიდან მარაგდება.