ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის საავტომობილო გზის 665 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაოებისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 321 313 ლარი დაიხარჯა.