საქართველოს ფუტსალის ლიგა 25 ივლისს განახლდება

16 ივლისი 2020, 20:12 1687 ნახვა

კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ლიგა და ლიგა 2 მე-12 ტურით განახლდება. თამაშები 25 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება – ინფორმაციას ფუტსალსი ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა ორივე ჩემპიონატის დებულებაში – ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გასტანს, ხოლო ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდები პლეოფში ერთ მოგებამდე იბრძოლებენ. ფუტსალის ლიგის თასი კი წელს არ გათამაშდება.

სეზონის დარჩენილი შეხვედრები შემჭიდროვებულ ვადებში გაიმართება. პლეი-ოფები 5 აგვისტოს დაიწყება. ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული 11 აგვისტოს გამოვლინდება. 

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი