საქართველოს ეროვნულ ლიგის მიმდინარე სეზონში ბათუმის ''დინამომ'' პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეხუთე ტურის შეხედრაში შავიზღვისპირული გუნდი დედაქალაქში ''ლოკომოტივს'' ესტუმრა და დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა.
15-ე წუთზე გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ ფლამარიონმა მეკარე მამარდაშვილს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა. 10 წუთში ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა, ამჯერად მამარდაშვილის შეცდომის შემდეგ ფლამარიონმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
34-ე წუთზე მანჯგალაძემ ჯარიმა ''ლოკომოტივის'' საჯარიმოში ჩააგდო, სადაც გაგოშიძემ ყველას დაასწრო და პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა. 59-ე წუთზე თბილისელებმა ანგარიში გაქვითეს, გოლი გავაშელაშვილმა გაიტანა.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი გაფრინაშვილის გადაცემის შემდეგ ჯიღაურმა დააფიქსირა და ბათუმის ''დინამომ'' შეხვედრა 4-1 მოიგო. სადებიუტო მატჩი წარუმატებელი გამოდგა ''ლოკომოტივის'' ახალ მწვრთნელისთვის გიორგი ჭიაბრიშვილისთვის.
5 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ''დინამოს'' 7 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ბათუმელები სახლში 18 ივლისს ქუთაისის ''ტორპედოს'' წინააღმდეგ გამართავენ.