გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

09 ივლისი 2020, 14:16 3153 ნახვა

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება.

"მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 - დან 17:00  საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი  „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე მოემსახურება.

სვანეთში იფუნქციონირებს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე.

"მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით  ბაკურიანში (დიდველზე) მოწყობილია 6000 მეტრიანი საერთაშორისო დონის ველობილიკი.

ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5000 მეტრია. ბილიკები გათვლილია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვის.

ვიზიტორებისთვის, ბაკურიანში დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა იმუშავებს"-აცხადებენ "მთის კურორტების მართვის კომპანიაში".

საქართველოს მთის კურორტებზე, ვიზიტორებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შექმნილია  შესაბამისი რეგულაციები, რომელიც მოიცავს:

➤ საბაგიროების დღის ბოლოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას;

➤ გონდოლაში  (დახურული საბაგირო) 4 ადამიანის შეშვებას ჭადრაკისებური პრინციპით და მხოლოდ პირბადით;

➤ რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს - 6 ადგილიან საბაგიროზე დაიშვება 3 ადამიანი , 4 ადგილიან საბაგიროზე კი 2 ადამიანი, ოჯახის შემთხვევაში პლიუს ბავშვი; 

➤ მომხმარებლები ვალდებულები არიან დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია, სალაროსთან ანგარიშსწორების შემდეგ ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით, საბაგიროში შესვლამდე კი გაიარონ თერმო სკრინინგი.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, “mountain resorts of Georgia”, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს, ესენია:  გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და  სვანეთი. აპლიკაცია მომხმარებელს ამომწურ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ, როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი