​სპეცრეისები ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერშიც შესრულდება - დავით ზალკანიანი

09 ივლისი 2020, 12:44 1820 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისები აგვისტოსა და სექტემბერშიც დაინიშნება.

"იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეების პანდემიის პირობებში ჰქონდეთ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა, ვთავაზობთ სამ ვარიანტს. პირველი ეს არის სპეცრეისები, რომლებიც კვლავ აღვადგინეთ 2 ავიაკომპანიასთან. Wizzair-ი და Myway Airlines  განხორციელდება ამ  სპეცრეისებს, რომლის ფასი არ აღემატება 200 ევროს. ეს მიმართულებებია: ვარშავა, ათენი,რომი, მადრიდი. ეს არ იქნება მხოლოდ ივლისში, სპეცრეისები შესაძლოა გახანგრძლივდეს აგვისტოსა და სექტემბერში, თუ იქნება ამის საჭიროება. ეს იქნება დაფუძნებული იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ საელჩოებისგან, თუ სად გროვდება კრიტიკული მასა ადამიანების, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ და შესაძლოა, ეს ინფორმაციაც ამის მიხედვით გადაიხედოს. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეს სპეცრეისები გაგრძელდება.

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ავიაკომპანიებთან რეგულარული ფრენების აღდგენის თაობაზე. უკვე არის დადასტურებული, რომ აგვისტოს პირველი რიცხვებიდან  ავიაკომპანია Lufthansa განაახლებს რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, ასევე მიდის მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთან და მესამე ვარიანტია "საქართველოს ავიახაზები", რომელიც ასევე კომერციულ, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს  ვენიდან, ამსტერდამიდან და თელავივიდან"-განაცხადა დავით ზალკანიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი