„იმოგზაურე საქართველოში“ - ახალი პროგრამა შიდა ტურიზმის დასახმარებლად - გიორგი გახარია

09 ივლისი 2020, 11:23 1676 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შიდა ტურიზმის ხელშეწყობისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ იწყება. 

„შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ მაქსიმალურად აქტიურად. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენ უცხოელი სტუმრებისთვის და ვიზიტორებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. რომელიც დაზარალდა. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენ ოჯახის წევრებთან ერთად აღმოვაჩინოთ საქართველო, ადგილები, რომლიც შესახებაც გვსმენია, მაგრამ არ გვინახავს.

ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი