ქობულეთში მოსახლეობამ რუსთაველის ქუჩა გადაკეტა

07 ივლისი 2020, 23:13 7781 ნახვა

ქობულეთში მოსახლეობამ რუსთაველის ქუჩა რამდენიმე წუთით, ცალმხრივად გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო ქობულეთის საპატრული პოლიცია.

მოსახლეობა ქალაქში არსებულ მძაფრ სუნს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მსგავს პირობებში ტურისტების მიღება შეუძლებელია. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ დღეებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გაუსაძლისი სუნის გამო დამსვენებლებმა ტერიტორია დატოვა.

მათივე თქმით, სუნი საღამოს 9-საათიდან, დილის 8-საათამდე, განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება. ე.წ. "სმეკალოვკის" არხი, რომელიც მანდარინის ქერქის ნარჩენებისგან არის გასაწმენდი. ქალაქში სუნი კი სავარაუდოდ ამ არხიდან მოდის.

ადგილზე ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მოადგილეებთან ერთად მივიდა. მოსახლეობასთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ კიდევ ერთხელ მოხდება ამ საკითხის შესწავლა, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ დისკომფორტი.

მერის თქმით, ხვალ დილიდან მელიორაციის სამსახური გავა ადგილზე და ბათუმის სოფლის მეურნეობის სამსახურები ჩაერთვებიან პროცესში და სანამ სრულად არ გაიწმინდება არხი, მანამდე შესაძლებელია მოხდეს მისი დალუქვა. 

მერია კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს, თუ როდის მოგვარდება პრობლემა, თუმცა იმედოვნებს რომ უახლოეს ვადებში შესაბამის სამსახურებთან ერთან მოხდება პრობლემის გადაწყვეტა.

მოსახლეობის თქმით, თუ არ მოგვარდება ეს პრობლემა უახლოეს დღეებში ისევ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში