ბათუმის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები საიჯარო გადასახადისგან დროებით უნდა გათავისუფლდნენ - ენმ

07 ივლისი 2020, 11:47 1557 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების საიჯარო გადასახადისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვენ.

მათ დღეს ბაზარში ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაუგზავნიან. ამბობენ, რომ მოვაჭრეები ე.წ. ხოფის ბაზრობის მსგავსად ფართის გადასახადისგან წლის ბოლომდე უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ბიზნესოპერატორის სუბსიდირება რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მოხდეს.

გია აბულაძის თქმით, რეგიონს ამის ფინანსური რესურსი აქვს.

მოვაჭრეების ამბობენ, რომ მათ საკმაოდ მაღალი გადასახადები აქვთ, რომელსაც ემატება კომუნალური გადასახადები და საბანკო სესხები.

ისინი ყვებიან, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში პროდუქციას ვერ ყიდიან. ბაზრის ადმინისტრაციას საიჯარო თანხის შემცირების მოთხოვნით უკვე მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში