მკვლელობა წალკაში

04 ოქტომბერი 2016, 00:00 5422 ნახვა
00:00
00:00

მკვლელობა წალკის რაიონის სოფელ ტბეთში. გამოძიების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას მოკლეს. გარდაცვლილს სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობა აქვს  მიყენებული. კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი დანაშაულის შემდეგ, სოფელში მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, ერთ-ერთი ბრალდებულის სახლი გადაწვეს. ადგილზე შს სამინისტროს სპეცრაზმის წარმომადგენლები  და პოლიციაა მობილიზებული.  სამართალდამცველები  ამჟამად ბრალდებულის ნათესავის სახლს იცავენ. ორივე ბრალდებული როგორც შსს-ში აცხადებენ  ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი