2020-ის არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ჩატარდება. კანონპროექტი 92 ხმით 2 ივლისს მიიღეს. დოკუმენტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სექტორის მონაწილეობით მიმდინარეობდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარი სადავო საკითხები ისევ უცვლელი დარჩა და ხშირ შემთხვევაში გაუმჯობესების ნაცვლად, ვითარება გაუარესებულია. ოპოზიცია კვლავ გაყალბებისა და დაშინება-მოსყიდვის რისკებზე საუბრობს. შენიშვნები აქვთ მესამე სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცვლილებების პროცესში მონაწილეობდნენ აცხადებენ, რომ მმართველ გუნდში, მათი რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინეს. კრიტიკას არ იზიარებენ „ქართულ ოცნებაში“ და ამბობენ, რომ დოკუმენტში მაქსიმალურადაა ასახული ის რეკომენდაციები, რომელიც ეუთო/ოდირისგან მიიღეს.