პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 ივლისის დილის 08:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით, ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში - გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.