უქმე დღეებში შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
შაბათ-კვირას სანაპირო ზოლში, ისევე როგორც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამინდს განსაზღვრავს ანტიციკლონური სიტუაციის შექმნის ზემოქმედება, რომლის გავლენითაც მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში +34, +39 გრადუსამდე დაცხება, სანაპირო კურორტებზე კი +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, გურიის მთიან ზონასა და მთიან დასახლებებში იქროლებს აღმოსავლეთის ცხელი ფიონი, ზოგან 17-22 მეტრ წამამდე.
ზღვის წყლის ტემპერატურა კომფორტულია და 24 გრადუსია.