ბონდო მძინარაშვილი, ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია - პარლამენტმა ბორდის სამი წევრი დაამტკიცა

01 ივლისი 2020, 18:25 1422 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძესა და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დოდო შონავას კანდიდატურას, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბონძო მძინარაშვილის არჩევა მათთვის მიუღებელია, რადგან მიიჩნევენ, რომ ის დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რასაც არ იზიარებენ მმართველ გუნდში და აცახდებენ, რომ ამ ღირებულებებს თავად ოპოზიცია არ სცემს პატივს 
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი