პოლიტიკური აჟიოტაჟი და გაკვირვებული გერმანიის ელჩი , მისი მისამართით გაკეთებული კომენტარებით. ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. თუმცა დიპლომატი მოხარულია, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, რომელიც პარლამენტში პლურალიზმს გაზრდის. გერმანელმა დიპლომატმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. დასავლელი პარტნიორის მისამართით ნეგატიური განწყობის საპასუხოდ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გარკვეულ ჯგუფებს მოუწოდა, შეეწყვიტათ უპატივცემულო ბრლდებები.