ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დიდი ალბათობით, ორშაბათიდან გამოფენები, ტრენინგები და სასტუმროებში კონფერენციები დაიშვება.
"კიდევ არის დარჩენილი ბიზნეს საქმიანობები, რომელზეც შეზღუდვები ვრცელდება და სხვადასხვა ბინზეს საქმიანობის გარკვეული რაოდენობა დიდი ალბათობით, უკვე ორშაბათიდან დაშვებული იქნება. ეს არის გამოფენები, საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში.
იცით, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით მოთხოვა იყო ტრენინგების, კონფერენციების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების, ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, საკმაოდ რაციონალური და სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს წესებიც დაცვით მოხდება. პრაქტიკულად, ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი, მცირე დაზუსტება დასჭირდება და უკვე ორშაბათამდე ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. ამ უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით, ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება ერთის მხრივ, რომ არ შეწყდეს ტრენინგ პროგრამა და მეორეს მხრივ, დავეხმაროთ ჩვენს სასტუმროებს, მათ არ დაკარგონ შესაძლებლობა, რომ მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს.
ასევე საგამოფენო აქტივობას რაც შეეხება, ესეც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, წესების დაცვით მოხდება. გვრჩება კიდევ საქმიანობის გარკვეული მცირე რაოდენობა შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემა, ეს არის ფიტნეს ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, თუმცა შემდეგ ეტაპზე უკვე განვიხავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნასაც ყველა პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამაზე არ ვსაუბრობთ, საუბარია ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე“,-განაცხადა ნათია თურნავამ.