​4 პრიორიტეტული მიმართულების შესასრულებლად მუშაობა არცერთი წუთით არ შეჩერებულა-გიორგი გახარია

26 ივნისი 2020, 12:48 1583 ნახვა

საქართველოს პრემიერი პარლამენტში 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს წარადგენს. გიორგი გახარიამ ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს მისი მესამე ვიზიტია პარლამენტში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება.

"დღეს ჩემი მესამე ვიზიტი გამოდის პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტია, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება.

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან ქვეყანაში ვებრძვით გლობალურ გამოწვევას პანდემიის სახით, ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს იყო წარდგენილი განხორციელების ფაზებშია რა თქმა უნდა, სხვადასხვა წარმატებით.სადღაც გვაქვს სერიოზული მიღწევები, გარკვეული მიმართულებით არის დარჩენილი გამოწვევები, თუმცა მუშაობა არცერთი წუთით არ შეჩერებულა და გრძელდება. პირველ რიგში ეს გახლავთ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა,“-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი