110-დღიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება დღეს განახლდება. პანდემიის გამო, ჩემპიონატი 8 მარტის შემდეგ შეჩერებული იყო. „დინამო ბათუმი“ ჩემპიონატს თელავთან საშინაო მატჩით განაახლებს.
თამაში დღეს ანგისას საწვრთნელ ბაზაზე, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. თამაშს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.