ფინანსთა სამინისტრომ საკვები პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო-ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე დიდი ხნის საკითხი, რომელიც გახლავთ სასურსათო, საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც, რაც თავი მახსოვს, სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს, რათა ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებასა და ოპერირებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.