ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა

23 ივნისი 2020, 16:54 1435 ნახვა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. 

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცნობილი ჩოგბურთელების - გრიგორ დიმიტროვისა და ბორნა ჩორიჩის შემდეგ მესამე სპორტსმენია, რომელიც ზადარში გამართული ტურნირის შემდეგ დაინფიცირდა.

„მე და ჩემს მეუღლეს კორონავირუსი დაგვიდასტურდა, ჩვენს შვილებს - არა ძალიან ვწუხვარ ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე. იმედი მაქვს, რომ არავის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად არ გაუარესდება და ყველა მალე გამოჯანმრთელდება. ჩვენ ჩავატარეთ ტურნირი, როდესაც ვირუსი დასუსტდა და გვჯეროდა, რომ უსაფრთხოების ნორმები დავიცავით. სამწუხაროდ, ვირუსი კვლავ აქ არის და ეს ახალი რეალობაა, რომელთან შეგუებაც ყველას მოგვიწევს,“ – წერს სერბი ჩოგბურთელი განცხადებაში.

ტურნირის მიმდინარეობის დროს კოვიდ-19 ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელსაც დაუდგინდა, თუმცა თავად ჩოგბურთელი ტესტის ჩაბარებაზე უარს აცხადებდა.

ინფიცირებულია ჯოკოვიჩის მეუღლეც,  მათ შვილებს კი ვირუსი არ აღმოაჩნდათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში