გაიღვიძეთ საფრთხეა, არა დიდ ჰესებს - ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

23 ივნისი 2020, 11:56 1513 ნახვა

,,არა კაშხალს", ,,გაიღვიძეთ საფრთხეა", "არა დიდ ჰესებს", "ქუთაისი საფრთხეშია" - ამ სლოგანებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. რუსთაველის ხიდზე პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ კაშხალის მშენებლობაზე უარი თქვან. 

,,დიდი ჰესების მშენებლობა იწვევს ტენიანობის მატებას, რაც ანადგურებს სოფლის მეურნეობას, ტურიზმის განვითარების პოტენციალს. ეს არის სეისმურად აქტიური მხარე, კაშხლის ნგრევის შემთხვევაში კი ქუთაისი მთლიანად დაიტბორება"- განაცხადა უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი არ შეწყდება და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი