აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცის" დღევანდელი თემაა: არჩევნები და საზოგადოების პოზიცია.
რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას.
ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმრები იყვნენ: მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი და ისტორიკოსი მამუკა ქობულაძე.
სტუმრების მხრიდან საკითხზე მსჯელობა მოგვიანებით სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც აუცილებელი გახდა გადაცემის შეჩერება.