აჭარაში 347 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

22 ივნისი 2020, 11:30 1443 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 347 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი ტესტის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 18257 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1055 ადამიანი. კარანტინი დატოვა 8465-მა პირმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში