კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა

21 ივნისი 2020, 12:15 1500 ნახვა

საქართველოში გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან -  ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებული.ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. დღეს ქვეყანაში 3 პაციენტი განიკურნა სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 755 შეადგინა, ინფიცირებული ჯამში  906.რაც შეეხება აჭარას. 

აჭარის სამმართველოსა და ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 378 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 29 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 17 910 პირს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი