ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 22-დან 24 ივნისამდე ე.წ. ჰუმანიტარულ კორიდორს უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეებისა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დასაბრუნებლად.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადასვლა შესაძლებელი იქნება 09:00-დან 19:00 საათამდე. მათივე ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო - სანიტარული კონტროლი. აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე 1-ელი ივნისიდან ჩაკეტა.