"გთხოვ მასუნთქე"- ამ სლოგანით აბიტურიენტების ნაწილმა ქუთაისის მერიასთან მდუმარე აქცია გამართეს

19 ივნისი 2020, 20:05 1625 ნახვა

ახალგაზრდებმა ამ ფორმით განათლების სამინისტროს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს რომლის მიხედვითაც მათ როგორც რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას პირბადე უნდა ეკეთოთ. აბიტურიენტების განმარტებით, განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსაც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის გამოცდებზე საგამოცდო ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ, ხოლო გამოცდის პერიოდში კონდიციონერი გამორთული იქნება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი