სასტუმრო ''არმაზის'' მფლობელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

22 აპრილი 2016, 00:00 4552 ნახვა

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელი ზაზა ართმელაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ოჯახის ინფორმაციით, გუშინ გამართულ სასამართლო პროცესს ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ, რადგანაც მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პროცესი გადაიდო. ზაზა ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში 5 თვე და 3 დღე იმყოფებოდა. 2015 წლის 10 მაისს, ქობულეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამ გამოიწვია სასტუმროში ხანძარი ამ დრომდე ვერ დადგინდა. ართმელაძეს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 5 თვის წინ შეუფარდა. გამოძიება სახანძრო და სამშენებლო წესების დარღვევას ედავება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი