გადავა თუ არა ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთში? ამის შესახებ დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ფინანსთა მინისტრის საათის მოსმენისას ოპოზიციამ ჯაბა ფუტკარაძეს ჰკითხა.
ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, მათი ინფორმაციით, დაგეგმილია საზღვაო სასწავლებლის ეტაპობრივად ფოთში გადატანა, რასაც მმართველი გუნდი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი არ ადასტურებენ.