13 სახეობის მილიონი ერთწლოვანი ყვავილი დაირგვება ბათუმის სკვერებში, საყვავილეებსა და წრიულების ტერიტორიებზე. სეზონურად მოყვავილე ყვავილები ესტაკადის გზაგამყოფზე დარგეს.
მცენარეები ახალსოფლის სანერგე სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი. ყვავილების დარგვის სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.