ხვალ, 18 ივნისს, აჭარაში შენარჩუნდება ცხელი და მზიანი ამინდი. დღის ბოლოს კი მოიღრუბლება და სიცხის ფონზე, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
19 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.
კონკრეტულად 18 ივნისს:
ბათუმი - მზიანი ამინდი. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +21 დღისით +27 გრადუსი.
ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +20 დღისით +27
შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18 დღისით +28
ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთისქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +25
ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით +28
გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +20
ფოტო: Mamuka Zaqaradze