ხვალ სანაპირო კურორტებზე კვლავ ძლიერად იწვიმებს

23 სექტემბერი 2021, 10:54 4169 ნახვა

23 სექტემბრის 22 საათიდან - 25 სექტემბრის 03 საათამდე, დასავლეთ საქართველოში, ძირითადად სანაპირო ზოლში, მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა, პერიოდულად ძლიერი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს, ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი.

მოსალოდნელი რთული მეტეო პირობების გათვალისწინებით შესაძლოა განვითარდეს სტიქიური პროცესები (წყალდიდობა, მეწყერი), იყავით ფრთხილად.

25 სექტემბერს, დღის საათებში ამინდი გაუმჯობესდება, დღისით ნალექი შეწყდება და გამოიდარებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში