ქედასა და ბათუმს შორის მოძრავმა მიკროავტობუსებმა მგზავრობის ტარიფი თვითნებურად გაზარდეს

16 ივნისი 2020, 20:25 2201 ნახვა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ, ბათუმი-ქედის მიკროავტობუსი მგზავრებს, წინანდელზე 50 თეთრით ძვირად ემსახურება. მოსახლეობა ყვება, რომ კრიზისის ფონზე, მგზავრობის ხარჯების გაზრდა მძიმე ტვირთად დააწვებათ.

ტარიფის გაზრდას მგზავრთა რაოდენობის შემცირებით ხსნიან თავად მძღოლები. როგორც ამბობენ, რომ პანდემიის ფონზე მიმოსვლა ისეთი აქტიური აღარ არის. ქედის მერიაში კი აცხადებენ, რომ მძღოლებმა ტარიფი თვითნებურად გაზარდეს და ამაზე თანხმობა მათ არ გაუციათ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი