გიორგი გაბუნია: „საფრთხე  რეალურია“ 

16 ივნისი 2020, 20:09 1375 ნახვა

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის ვერსია უსაფრთხოების ექსპერტები არ გამორიცხავენ, რადგან მათი თქმით ანგარიშსწორება გიორგი გაბუნიას მიერ, ვლადიმერ პუტინის მისამართით სკანდალური განცხადების გაკეთებიდან დაახლოებით 1 წლის თავზე მომხდარიყო.  რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვი თბილისში, 4 თვის განმავლობაში ყალბი დოკუმენტაციით ცხოვრობდა. როდის გეგმავდა ის დავალების შესრულებას, უცნობია. თავად გიორგი გაბუნია ხელისუფლების წარმომდგენლებისგან განცხადებებს ელოდება, მისი თქმით,  საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია. გუშინ, ცნობილი გახდა, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი