რეზერვისტთა შეკრება საზაფხულო სწავლებით განახლდა

14 ივნისი 2020, 18:30 1529 ნახვა

ტერიტორიულ რეზერვისტთა საზაფხულო  შეკრება საველე ბანაკ „პალდოს“ სასროლეთზე, მე-20 კადრირებული ბრიგადის,  202-ე ბატალიონის  რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის გეგმური სწავლებით განახლდა. საზაფხულო შეკრება ტერიტორიულ რეზერვისტთა ინდივიდუალური მომზადების   ფაზის ბოლო ეტაპი იყო  და  საბრძოლო სროლებს მოიცავდა.

აღმოსავლეთ საქართველოს პარალელურად, აქტიური რეზერვის გეგმური შეკრება დასავლეთის რეგიონში - „სორტას“ ბანაკში მიმდინარეობს, სადაც მე-10 კადრირებული ბრიგადის, 102-ე  ბატალიონის  აქტიური რეზერვის  გეგმური წვრთნა პირველადი დახმარების აღმოჩენას და დაჭრილი მებრძოლის ბრძოლის ველიდან გამოყვანის ტექნიკას მოიცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში