მერაბ დვალიშვილის კიდევ ერთი გამარჯვება . დღეს, ქართველმა მებრძოლმა ‘’კომბატ ამერიკას’’ ჩემპიონი გუსტავო ლოპესი დაამარცხა. ბრძოლა დადგენილ 3 რაუნდს გაგრძელდა, სადაც თითოეული დვალიშვილის დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა.
ქართველმა მებრძოლმა 13 გდება მიითვალა და ამ მაჩვენებლით თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. დვალიშვილისთვის UFC-ში ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო.