აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, სახალხო დამცველს და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს მიმართავს, გამოხატონ თავიანი პოზიცია მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის მიუღებლობაზე. საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ ასე მაუწყებელი დაცული იქნება პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ორკესტრირებული შეტევებისგან.
ემზარ პაქსაძემ დღეს, მოშიმშილე ალექსანდრე მილორავასა და აქციის ერთ-ერთი მონაწილის შოთა ცაავას განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც მათ მაუწყებელს მოუწოდეს თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. მათი განცხადებით, ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავამ 10 თვის წინ, 2019 წლის აგვისტოში დატოვეს პარტია. მათ განცხადებებს ემზარ პაქსაძემ სიცრუე უწოდა, სიცრუე, ვინაიდან მის თქმით, ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა დღესაც არიან "ევროპული საქართველოს" მოქმედ პარტიულ საკრებულოს სიაში. თავად ალექსანდრე მილორავა კი ახლა, პარტიასთან კავშირს უარყოფს.